რა ღირს საწვავი საქართველოს მეზობელ და სხვა ქვეყნებში – რეიტინგი

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი გაიზარდა 0,02 – 1,46 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი არ შეცვლილა – 0.00 – 1,39 ევროთი/ლიტრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, ში და ისლანდიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.
“31 ივლისის მდგომარეობით, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 2,13 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 2.30 ევროს, დიზელის საწვავი – 1,91 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 1,76 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,97 ევროს, დიზელის საწვავი – 1,70 ევროს; ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს – 1,63 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,72 ევროს, დიზელის საწვავი – 1.57 ევროს;
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი – 0,636 ევრო, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,68 ევრო , A-98 მარკის ბენზინი – 0,90 ევრო, დიზელის საწვავი – 0,78 ევროს.
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:
სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს – 1.095 ევროს, A-95 მარკის ბენზინი – 1,16 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.55 ევროს , დიზელის საწვავი – 1.14 ევროს;
აზერბაიჯანში – A-92 მარკის ბენზინი -0,567 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,83 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,19 ევროს; დიზელის საწვავი – 0,52 ევროს;
ში – A-92 მარკის ბენზინი – 1,217 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,24 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.33 ევროს, დიზელის საწვავი – 1.18 ევროს;
თურქეთში – A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1,10 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.11 ევროს, დიზელის საწვავი – 1.15 ევროს.
მოლდოვაში – A-92 მარკის ბენზინი – 1,158 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი – 1,17 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,52 ევროს, დიზელის საწვავი – 1,04 ევროს.
ბელორუსიაში – A-92 მარკის ბენზინი – 0,730 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი – 0,76 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,82 ევროს, დიზელის საწვავი – 0,76 ევროს.
ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს – A-92 მარკის ბენზინი – 0,995 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 1.03 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.16 ევროს; დიზელის საწვავი – 1.01 ევროს.
bp.ge