დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს ელჩეში (ესპანეთი) დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია, რომლის დასრულების შემდეგ, უკვე 14 ოქტომბერს საქართველოს და თურქეთის ნაკრებები ქალაქ იზმითში შეხვდებიან.
როგორია საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების ღირებულება?! როგორია ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ათეული.
Transfermarkt-ის ბოლო მონაცემებით, საქართველოს ნაკრების საერთო ღირებულება 205.15 მლნ ევროა.
დღეის მდგომარეობით, 10 ყველაზე ძვირად ღირებული (სატრანსფერო ღირებულებით) ქართველი ფეხბურთელის ჩამონათვალი ასეთია:
· ხვიჩა კვარაცხელია – 90 მლნ ევრო;
· გიორგი მამარდაშვილი – 30 მლნ ევრო;
· გიორგი მიქაუტაძე – 30 მლნ ევრო;
· ზურიკო დავითაშვილი – 10 მლნ ევრო;
· ოთარ კიტეიშვილი – 6 მლნ ევრო;
· გიორგი ქოჩორაშვილი – 6 მლნ ევრო;
· საბა გოგლიჩიძე – 6 მლნ ევრო;
· საბა ლობჟანიძე – 4 მლნ ევრო;
· ირაკლი აზაროვი 4 მლნ ევრო
· გიორგი გოჩოლეიშვილი – 2.5 მლნ ევრო.
რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, Transfermarkt-ზე გუნდის ღირებულება 996 მლნ ევროა.
ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ჩამონათვალი კი ასეთია:
· პედრი – 140 მლნ ევრო;
· პაუ კუბარსი – 80 მლნ ევრო;
· დანი ოლმო – 60 მლნ ევრო;
· მარტინ ზუბიმენდი – 60 მლნ ევრო;
· ალექს ბაენა – 55 მლნ ევრო;
· პაბლო ბარიოს – 55 მლნ ევრო;
· ფერან ტორეს – 50 მლნ ევრო;
· სამუ აგეჰოვა – 50 მლნ ევრო;
· დავიდ რაია – 40 მლნ ევრო;
· დანი ვივიან – 40 მლნ ევრო.
bpn.ge
