რა ღირს პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ავიაბილეთები

პარიზის 2024 წლის ზაფხულის რიგით 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნება და 11 აგვისტოს დაიხურება. საქართველოს სახელით პარიზში სპორტის სხვადასხვა სახეობაში 28 ქართველი ოლიმპიელი იასპარეზებს.
რა საფასო კატეგორიაში იქნება პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის პერიოდში ავიაბილეთები:
ერთ-ერთი ავიაკომპანიის საიტზე არსებული მონაცემების მიხედვით, თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეისით ერთი გზის ფასი ამ დროის მონაცემებით, 26-11 ივლისის პერიოდში ყველაზე მცირე 832 ლარიდან იწყება და მაქსიმუმ 3445 ლარამდეც ადის.
რაც შეეხება ქუთაისი-პარიზის მიმართულებით ავიაბილეთების ღირებულებას, ამავე პერიოდში ერთი გზის ფასი 219 ლარიდან იწყება და მაქსიმუმ 379 ლარამდე აღწევს.