რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 25 თებერვალს დადგენილი კურსით, დღეს 1 დოლარის ღირებულება 2.8168 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9498 ლარია.
გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8140 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.8070 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 2.9500 ლარად, გაყიდვა კი 2.9450 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8230 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.8150 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 2.9600 ლარად, ხოლო გაყიდვა – 2.9460 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.8220ლარად, გაყიდვა კი – 2.8150 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 2.9600 ლარად, გაყიდვას კი – 2.9450 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8150 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7850 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 2.9550 ლარად, გაყიდვა კი 2.9200 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“