რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისს დადგენილი კურსით, დღეს 1 დოლარის ღირებულება 2.7100 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1799 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7070 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7040 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1880 ლარად, გაყიდვა კი 3.1750 ლარად შეუძლიათ.