რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
ეროვნული ბანკის მიერ 8 იანვარს დადგენილი კურსით, დღეს 1 დოლარის ღირებულება 2.8395 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9287 ლარია.
გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8240-2.8300 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.8150-2.8200 ლარის ფარგლებში ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 2.9250-2.9400 ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 2.9150-2.9200 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8400 ლარის ფარგლებში, ხოლო გაყიდვას 2.8330 ლარის ფარგლებში შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 2.9350 ლარის ფარგლებში, ხოლო გაყიდვა – 2.9150 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.8390 ლარად, გაყიდვა კი – 2.8350 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 2.9280-2.9300 ლარის ფარგლებში, გაყიდვას კი – 2.9200 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.8400 ლარის ფარგლებში, ხოლო გაყიდვას 2.8050 ლარის ფარგლებში შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 2.9300 ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 2.9000 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“