ეროვნული ბანკის მიერ 8 მაისს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7456 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1012 ლარია.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7430 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7400 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.0650 ლარად, გაყიდვა კი 3.0400 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7400 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7300 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.0700 ლარად, ხოლო გაყიდვა – 3.000 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7430 ლარად, გაყიდვა კი – 2.7380 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.0750 ლარად, გაყიდვას კი – 3.0400 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7450 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7200 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.0500 ლარად, გაყიდვა კი 3.0100 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
„ბიზნესპრესნიუსი“