ეროვნული ბანკის მიერ 8 აპრილს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7563 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.0143 ლარია.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7570 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7540 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.0200 ლარად, გაყიდვა კი 3.0010 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7570 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7520 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.0400 ლარად, ხოლო გაყიდვა – 3.0300 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7580 ლარად, გაყიდვა კი – 2.7530 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.0600 ლარად, გაყიდვას კი – 3.0300 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7580 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7300 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.0300 ლარად, გაყიდვა კი 3.0000 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“
