ეროვნული ბანკის მიერ 21 მარტს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7738 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.0043 ლარია.
გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7780 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7730 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.0100 ლარად, გაყიდვა კი 2.9950 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7800 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7730 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.0080 ლარად, ხოლო გაყიდვა – 3.0000 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7800 ლარად, გაყიდვა კი – 2.7700 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.0100 ლარად, გაყიდვას კი – 2.9950 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7800 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7500 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.0100 ლარად, გაყიდვა კი 2.9800 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
www.bpn.ge