ეროვნული ბანკის მიერ 11 მარტს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7894 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.0396 ლარია.
გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7840 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7750 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.0400 ლარად, გაყიდვა კი 3.0250 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7800 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7720 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.0150 ლარად, ხოლო გაყიდვა – 3.0050 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7850 ლარად, გაყიდვა კი – 2.7770 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.0400 ლარად, გაყიდვას კი – 3.0200 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7850 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7500 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.0400 ლარად, გაყიდვა კი 3.0000 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“
