რა ღირს დოლარი და ევრო თბილისის სავალუტო ჯიხურებში?
ეროვნული ბანკის მიერ 25 ივნისს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7248 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1619 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7270 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7220 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1600 ლარად, გაყიდვა კი 3.1450 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7240 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7220 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.1780 ლარად, ხოლო გაყიდვა – 3.1600 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7260 ლარად, გაყიდვა კი – 2.7220 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1650 ლარად, გაყიდვას კი – 3.1500 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7250 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7000 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1650 ლარად, გაყიდვა კი 3.1200 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
