ეროვნული ბანკის მიერ 8 იანვრის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1512 ლარია.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7000 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.6950 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1470 ლარად, გაყიდვა კი 3.1360 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6990 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6930 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.1490 ლარად, ხოლო გაყიდვა – 3.1250 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7000 ლარად, გაყიდვა კი – 2.6950 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1500 ლარად, გაყიდვას კი – 3.1300 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7000 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6700 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1500 ლარად, გაყიდვა კი 3.1100 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.




