რა ღირს დოლარი და ევრო თბილისი სავალუტო ჯიხურებში?

რა ღირს დოლარი და ევრო თბილისი სავალუტო ჯიხურებში?
ეროვნული ბანკის მიერ 10 ივნისს დადგენილი კურსით, დღეს 1 დოლარის ღირებულება 2.7306 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1189 ლარია.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7290 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7240 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1200 ლარად, გაყიდვა კი 3.1100 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7300 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7260 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.1250 ლარად, ხოლო გაყიდვა – 3.1100 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7280 ლარად, გაყიდვა კი – 2.7250 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1250 ლარად, გაყიდვას კი – 3.1100 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7300 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7000 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1250 ლარად, გაყიდვა კი 3.0700 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“