რა ღირს ავია ტაქსის მომსახურება საქართველოში

საქართველოში ავია ტაქსის მომსახურების მიღება ნატახტრის აეროპორტიდან არის შესაძლებელი.
სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს საფრენი აპარატი და მისთვის სასურველ ადგილას (ქვეყნის შიგნით) გადაადგილდეს.
მომსახურებაში შედის, როგორც მგზავრთა გადაყვანა, ისე სატვირთო გადაზიდვები, ავია გასეირნება, ავია გადაღება და სხვა.
რაც შეეხება ღირებულებას, 1 საათის ფასი 250-იდან 3000 დოლარამდე (ეკვივალენტი ლარში) მერყეობს.
უფრო ზუსტად, კონკრეტული მოდელის საფრენი აპარატით გასეირნება, ALOUETTE III, რომელშიც ერთი 1 პილოტი და 5 მგზავრი ეტევა – 1800 დოლარი ღირს (ეკვივალენტი ლარში).
· AGUSTA 109 – 2 პილოტი 5 მგზავრი – 2300 დოლარის (ეკვივალენტი ლარში)
· CESSNA 172 – 1 პილოტი 3 მგზავრი – 250 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში)
· L-410-UVP-E – 2 პილოტი 16 მგზავრი – 3000 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში)
· WILGA- 1 პილოტი 3 მგზავრი – 350 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში).
bpn.ge