რა ქონებით დატოვა თანამდებობა ზურაბ აზარაშვილმა

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ქონებით ტოვებს ზურაბ აზარაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
მის მიერ, გასული წლის აპრილში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზურაბ აზარაშვილის საკუთრებაში არანაირი უძრავი და მოძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ზურაბ აზარაშვილს “ს“ მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა – 2 737 ლარი და 3 716 ევრო;
„ტერა ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 144,91 ლარი, ანაბარზე – 2860 დოლარი და 2000 ევრო, ხოლო საბარათეზე – 50,31 ლარი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, ხელფასის სახით, 2022 წელს ჯამში 66 330 ლარი მიიღო.