რა ქონებას ფლობს ოცნების მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად დანიშნული ირაკლი კირცხალია, რომელმაც ამ თანამდებობაზე სუს-ის უფროსად გადასული მამუკა მდინარაძე შეცვალა. კირცხალიას დეკლარაცია 2025 წლის მაისში აქვს შევსებული. ირაკლი კირცხალია 1989 წელს არის დაბადებული. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. კირცხალია და მისი ოჯახი ფლობს შემდეგ უძრავ ქონებას:
• 11 მიწის ნაკვეთი, რომელზეც მითითებულია, რომ საკუთრებაში მიღებულია ჩუქების გზით. 2016-2023 წლების პერიოდში.
• მთლიანობაში 44 559 კვ.მ 6 მიწის ნაკვეთი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში.
• 2752 კვ.მ მიწის ნაკვეთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში.
• 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთი მანგლისში.
• 497 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, რევაზ ჯაფარიძის ქუჩაზე.
• 343 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე, I შესახვევში.
• 276 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა ბაკურიანში. (მესაკუთრე ირაკლი კირცხალიას ცოლი სალომე ირემაშვილი)
• 8 საცხოვრებელი სახლი და ბინა: ირაკლი კირცხალიას სახელზეა 5 მათგანი, რომლებიც ზოგი ჩუქებით, ზოგი კი ნასყიდობით აქვს მიღბეული. ესენია: 34.5 კვ.მ, 59.7 კვ.მ, 49.62 კვ.მ, 168.6 კვ.მ საცხოვრებელი სახლები თბილისში რ.ჯაფარიძის ქუჩა 28ა-ში და 163.8 კვ.მ ბინა ასევე რევაზ ჯაფარიძის ქუჩაზე. შვილის სახელზეა 112.2 კვ.მ ბინა თბილისში, ილია ჭავჭავაძის I ჩიხში და 61.5 კვ.მ ბინა გუდაურში. მისი ცოლი ფლობს დიღმის მასივში 108.5 კვ.მ ბინის 50%-ს.
• ოჯახის მფლობელობაშია 3 ავტოფარეხი გუდაურსა და თბილისში. ასევე 2 საკუჭნაო და 1 ტექნიკური სათავსო თბილისში ჯაფარიძის ქუჩაზე.
• ირაკლი კირცხალიას სახელზეა 3 მსუბუქი ავტომობილი 27 000 აშშ დოლარის ღირებულების TOYOTA CAMRY HYBRID, 38 300 აშშ დოლარის SKODA SUPERB და 2025 წელს 150 000 ევროდ შეძენილი LAND ROVER RANGE ROVER. ცოლის სახელზეა 30 000 აშშ დოლარის ღირებულების PORSCHE MACAN S .
• ირაკლი კირცხალიას დანაზოგის სახით დაფიქსირებული აქვს 82 000 აშშ დოლარი. ხელფასის სახით კი პარლამენტში მიღებული აქვს 45 834 ლარი.
უძრავი ქონების იჯარიდან კირცხალიას მიღებული აქვს 55 000 ლარი. სესხის ხელშეკრულებებით გასესხებული აქვს 4 132 500 ლარი, საიდანაც მიიღო ნახევარ მილიონზე მეტი შემოსავალი.
• მოგზაურობაში დახარჯული აქვს 40 304 ლარი და 6 033 აშშ დოლარი.