რა ქონებას ფლობს ალუდა ღუდუშაური – დეპუტატის 2024 წლის დეკლარაცია

2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ , უძრავი ქონებიდან, ფლობს 2 ბინას და 3 მიწის ნაკვეთს. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, მის მფლობელობაშია 4 მაჯის საათი და 2 მანქანა.
ღუდუშაურის საკუთრებაში არსებული ბინებიდან, ერთი ჩუქების შედეგად აქვს მიღებული 2020 წელს, მეორე კი $47 580 დოლარად შეიძინა 2018-ში.
დეპუტატი მიწის ნაკვეთებს ფლობს წეროვანში (14.08.2020 – 37 000 ლარი), ყაზბეგსა(05.07.2020 – ჩუქება) და წეროვანში (21.03.2023 – $20 000).
ასევე, მის საკუთრებაშია 27 800 დოლარად შეძენილი TOYOTA RAV4 და 44 000 დოლარად შეძენილი TOYOTA CAMRY HYBRID.
დეკლარაციაში მოხვედრილი საათებიდან 2 ნაჩუქარია (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება), 2 კი თავად აქვს შეძენილი (ერთი 12 000 ლარად, მეორე კი 21 000 ლარად).
რაც შეეხება მის ბიზნეს საქმიანობას, ფლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ჯეო კონსალტინგ
საქართველოს 100%-ს.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, დანაზოგის სახით ფლობს 26 000ევროს. უძრავი ქონების, ავტომობილის
გასხვისებით მიღებული აქვს 105 000 დოლარი. 2023 წელს, პარლამენტიდან, ხელფასის სახით კი მიღებული აქვს 46 310.4 ლარი.