კარგი, გავიგეთ, რომ ეს კორდინატორების და კაპიტნების სისტემა, თუ ამომრჩევლების მობილიზების სხვა მეთოდები ფორმალურად კანონს არ ეწინააღმდეგება და სხვა ქვეყნებშიც ახდენენ პარტიები საკუთარი ამომრჩევლების მობილიზებას, თუმცა დემოკრატიულ ქვეყნებსა და ჩვენს ქვეყანას შორის ამ მხრივ ის სხვაობაა, რომ იქ მმართველი პარტია სახელმწიფო სტრუქტურებთან შეზრდილი არაა და როცა პარტია გირეკავს, არ გაქვს განცდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები, პოლიცია, სუსი გიხმობს არჩვნებზე და თუ არ წახვალ, ან სკოლიდან გამოგაგდებენ, ან დახმარებას მოგიხსნიან.
ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა, მაგრამ დავანებოთ ამ ყველაფერს თავი, უბრალოდ დავთვალოთ რა ფული დახარჯა მმართველმა პარტიამ ამდენი ადამიანის ხელფასებში და ვიკითხოთ, საიდან მოიტანა ის? არის ყველა დეკლარირებული? როგორც ჟურნალისტური გამოძიებებიდან ირკვევა, საარჩევნო უბანზე “ოცნებას” ასეთი სამ-ოთხ კაციანი ჯგუფი ყავდა მიმაგრებული, პლუს ყავდა კოორდინატორები, რომელბსაც ეს კაპიტნები და მათი ჯგუფები აკონტროლებდნენ. იანგარიშეთ დაახლოებით ყოველ 200- 300 ამომჩრველზე ერთი კოდინატორი, სადღაც ათი, ან თხუტმეტი ათასი კორდონატორი მაინც ეყოლებათ, შეძლება მეტი, ამათ დამატებული კაპიტნები და მათი დამრეკავები. რა ხელფასზე მუშაობდნენ ისინი? რამდენი თვე უხდიდნენ? ეს ყველაფერი დასათველია, პლუს სხვა ხარჯები და შესადარებელია, რა აქვთ ოფიციალურად დეკლარირებული.
ნუ მოსასყიდად რამდენი ფული დაარიგეს, მაგას ვერასდროდ დავთვლით.