რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს?! რა ფასი აქვს დოკუმენტს იმ ინსტიტუტისგან, რომელიც თავისი მოწოდებებით, ეკონომიკური კოლაფსისა და რუსეთთან დაპირისპირებისთვის სწირავდა საქართველოს?!

რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს?! რა ფასი აქვს დოკუმენტს იმ ინსტიტუტისგან, რომელიც თავისი მოწოდებებით, ეკონომიკური კოლაფსისა და რუსეთთან დაპირისპირებისთვის სწირავდა საქართველოს?!
საზოგადოებისთვის საჯარო გახდა ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს ეხება. რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს?! – წერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, დოკუმენტს, რომელიც ტყუილებით და დეზინფორმაციით არის გაჯერებული, ფასი არ აქვს და ამით ევროპარლამენტის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები, საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობასთან მისაბრუნებელ გზას იჭრიან.
“საზოგადოებისთვის საჯარო გახდა ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს ეხება.
რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს?!
რა ფასი აქვს დოკუმენტს იმ ინსტიტუტისგან, რომელიც თანადგომის და ურთიერთგაგების ნაცვლად, თავის რეზოლუციებში გაკეთებული მოწოდებებით ეკონომიკური კოლაფსისა და რუსეთთან დაპირისპირებისთვის სწირავდა საქართველოს?! და დღეს ვხედავთ, თავად ნატოს უსაფრთხოების ქოლგას ამოფარებულებმა, როგორ შეატოვეს რუსეთს.
რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომელშიც თურმე პოლიტიკური პატიმარია და რომელიც მის გათავისუფლებას ითხოვს?!
რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომელიც უკვე მერამდენედ, ტყუილებით და დეზინფორმაციით არის გაჯერებული?!
რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომელიც ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით არის ნაკარნახევი და არა ინსტიტუციური ინტერესებით?!
რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომელსაც თავად ევროკავშირშიც არ აქვს ფასი?
ამ დოკუმენტს არ აქვს სხვა ფუნქცია, გარდა საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელი, უხეში და პირდაპირი ჩარევა და დაძაბულობისთვის ნავთის დასხმა.
ამით ევროპარლამენტის ეს პოლიტიკური ჯგუფები საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობასთან მისაბრუნებელ გზას იჭრიან.
ჩვენთვის ძვირფასია გრძელვადიანი ინსტიტუციური ურთიერთობები, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ ამ კავშირების შენარჩუნებისა და ევროპარლამენტის ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან იმ საკითხებზე მუშაობისთვის, რაც რეალურად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის.” – წერს ლევან მახაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა – მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს, შენს მშვიდობას დაიცავს

შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე