მსოფლიო და მათ შორის საქართველო შავი პარასკევისთვის ემზადება. ამ დღემ, რომელიც კაპიტალიზმის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება, ჩვენს ქვეყანაში ფეხი აქტიურად რამდენიმე წლის წინ, უმეტესწილად, ქართული კომპანიების დამსახურებით მოიკიდა, რომლებიც გლობალურ ტენდენციას არ ჩამორჩნენ და ნოემბრის ბოლო დღეებში მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს სთავაზობენ.
ერთ-ერთი კომპანია, რომელიც წლევანდელი შავი პარასკევისთვის უკვე ემზადება — რეკრეაციული სატრანსპორტო საშუალებების, მოტოციკლების და სოფლის მეურნეობის ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რეალიზატორი ქართული კომპანია “ტრანსპორტერია”. როგორც კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორმა, გიგა მეთეფშიშვილმა “საქმიან საღამოში” განაცხადა, შავი პარასკევის აქციები “ტრანსპორტერში” 25 ნოემბერს დაიწყო და ორი დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
“მასშტაბური ფასდაკლებები ვრცელდება, როგორც ტექნიკაზე, ასევე აქსესუარებზე და Husqvarna Gardena-ს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. თუკი მომხმარებელი BRP-ის ბაგის შეიძენს, საჩუქრად Sea-Doo-ს წყლის სკუტერს მიიღებს, დამატებით აქსესუარებთან ერთად. Husqvarna Gardena-ს სხვადასხვა პროდუქციაზე კი, 60%-მდე ფასდაკლებები ვრცელდება.
ეს არის ჩვენი სპეციალური შეთავაზებები, რომელთა გაცნობა ჩვენს მომხმარებელს ჩვენს ვებგვერდზე და სოციალურ არხებში შეუძლიათ. ამასთან, მსურველებს ჩვენს შოურუმში ვეპატიჟებით, რომელიც თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს”, – აღნიშნა გეგა მეთეფშიშვილმა “საქმიან საღამოში”.
BMG-ის გადაცემაში სტუმრობისას, “ტრანსპორტერის” ბიზნესის განვითარების დირექტორმა იმ პროდუქციაზე ისაუბრა, რომელსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს. ამ დროისთვის, “ტრანსპორტერის” პორტფელი აერთიანებს, როგორც რეკრეაციულ ტექნიკას, მათ შორის კვადროციკლებს, თოვლმავლებს, მოტოციკლებს, წყლის და ჩვეულებრივი სკუტერებს, ასევე აგრომიმართულება, რომელიც Husqvarna Gardena-ს წარმოების ბენზოხერხებით, ბალახის საკრეჭებით, ეზოს და ბაღის მოვლის აქსესუარებით და ინსტრუმენტებით არის წარმოდგენილი.
უშუალოდ პროდუქციის გარდა, “ტრანსპორტერში” ხელმისაწვდომია, როგორც ტექნიკის ოპერირებისთვის საჭირო აქსესუარები, ასევე სერვისი და ტარების კურსებიც კი.
“ჩვენი კომპანია ყველა იმ ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას უზრუნველყოფს, რაც ჩვენს ქსელში იყიდება. ამასთან, გვყავს მაღალი კვალიფიკაციის სერტიფიცირებული ტექნიკოსები და გვაქვს შესაბამისი აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების მარაგები. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენთან შეძენილი ტექნიკით მომხმარებელი მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს და არ უწევს ფიქრი, თუ სად იყიდოს ნაწილი და სად მიიღოს სერვისი. ეს მიდგომა წარმატებული და მზარდი გაყიდვების და იმ ბარიერების მოშლის გარანტიაა, რომელიც ამ ტექნიკის მოხმარების სპეციფიკასთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა “ტრანსპორტერის” ბიზნესის განვითარების დირექტორმა, გიგა მეთეფშიშვილმა “საქმიან საღამოში”.