რა ფასად შეიძენთ დოლარს და ევროს სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 28 აპრილს დადგენილი კურსით, დღეს 1 დოლარის ღირებულება 2.7496 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1227 ლარია.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7500 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7450 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1353 ლარად, გაყიდვა კი 3.1230 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7460 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7400 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.1200 ლარად, ხოლო გაყიდვა – 3.1120 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7500 ლარად, გაყიდვა კი – 2.7450 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1400 ლარად, გაყიდვას კი – 3.1150 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7300 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6774 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1000 ლარად, გაყიდვა კი 3.0090 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
„ბიზნესპრესნიუსი“