კომპანია Reinvest-ის დამფუძნებლის ლევან ბოლქვაძის თქმით, ამ დროისთვის ბათუმში გასაყიდი კომერციული ფართის საშუალო ფასი $1300-1500-ია. ტოპ ლოკაციებზე 6-მეტრიანი ჭერით გასაყიდი ფართების ღირებულება კი ორჯერ ძვირია.
რაც შეეხება ქირას, ფასები დაახლოებით $20-25-ის ფარგლებშია.
„ბათუმის კომერციულ ბაზარზე, იმ სეგმენტში სადაც ჩვენ ვმუშაობთ, ანუ საინვესტიციო სეგმენტში, ფასი მერყეობს $1300-1500-ის ფარგლებში, ამის ქვემოთ უფრო ადგილობრივი ბაზრისთვის ხელმისაწვდომი უძრავი ქონებებია.
ეს ფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ფასს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე არის, მაგალითად დუბაის ბაზარი რომ ავიღოთ, იმის გამო, რომ ის სტაბილურია, ფასი სამჯერ ძირია. იქ საშუალო ფასი $5 000-ის ფარგლებში მერყეობს. ვფიქრობ, რომ ის უძრავი ქონებები, რომელიც ბათუმში ჯერ კიდევ დასატვირთია და 1-2 წლიან ჭრილში დაიტვირთება, ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ქირაობას რაც შეეხება, აქ ღირებულება დაახლოებით $20-ია, გააჩნია ადგილს. გარკვეულ საინტერესო ლოკაციებზე, მაგალითად სტადიონის მიმდებარედ, რომელიც ახალი ბათუმის განვითარების ტერიტორიაა, აქ მერყეობს $25-ის ფარგლებშიც. რაც შეეხება აქ გასაყიდი უძრავი ქონების ფასს $3000-3500-ია, ამ შემთხვევაში საუბარია 6-მეტრიანი ჭერის სიმაღლის ფართებზე, რომელიც სხვა შესაძლებლობებს იძლევა,“ – განაცხადა ბოლქვაძემ.