„რა უხერ­ხუ­ლია, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ ამა­ზე ვი­სა­უბ­რო“ – ლევან ხაბეიშვილი ამერიკაში წავიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ამე­რი­კის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
პო­ლი­ტი­კო­სი ფო­ტო­ებს შტა­ტე­ბი­დან Instagram-ის სა­კუ­თარ პრო­ფილ­ზე აქ­ვეყ­ნებს და როგორც იგი ამბობს, ქვეყანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დროებით და­ტო­ვა.
როგორც ხაბეიშვილმა ambebi.ge-ს უთხრა, მისი შტატებში ვიზიტის შესახებ საჯაროდ და ღიად ისაუბრა და ამაზე გასაგებად ახსნა, შეუძლებელია:
„ივ­ნის­ში ვთქვი, ჯან­მრთე­ლო­ბის გამო მჭირ­დე­ბო­და მი­ნი­მუმ ორი თვე, რომ რის­კე­ბი და­ვა­ზღვიო და რის გამო მი­წევს ამის ახ­სნა.
აგ­ვის­ტოს ბო­ლო­დან აქ­ტი­უ­რად ვიქ­ნე­ბი პრო­ცე­სებ­ში (რო­გორც ენმ-ს პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე) და სწო­რედ ამი­ტომ მჭირ­დე­ბო­და ეს 2-3 თვე, რომ აქ­ტი­ურ სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში არ­ცერ­თი წამი არ დავ­კარ­გო,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.
– ლე­ვან, ვი­ცით, რომ თქვე­ნი ძმა წლე­ბია მანდ ცხოვ­რობს, თით­ქოს ამი­ტომ სა­უბ­რობ­დნენ რომ მას­თან გა­დახ­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად.
– რა უხერ­ხუ­ლია, ამის შემ­დეგ, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ ამა­ზე ვი­სა­უბ­რო.
როგორც ambebi.ge წერს, ხაბეიშვილმა დიალოგი ამ საუბრით და­ას­რუ­ლა და მა­ი­სის აქ­ცი­ე­ბის დროს, მისი სას­ტი­კად ცე­მის კად­რი გა­მოგ­ზავ­ნა.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ 1 მა­ისს, აქ­ცი­ა­ზე პარ­ლა­მენ­ტა­რი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სას­ტი­კად სცე­მეს. მა­შინ ჯერ კი­დევ ენმ-ს თავ­ჯდო­მა­რის პოსტს იკა­ვებ­და.
8 ივ­ნისს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. მი­ზე­ზად ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. იგი ამ პო­ზი­ცი­ა­ზე თინა ბო­კუ­ჩა­ვამ შეც­ვა­ლა.