28 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვა საქართველოზეც დაისვა.
კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, ტემი ბრიუსს ჰკითხეს, რა ხედვა აქვს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას საქართველოში არსებულ ვითარებაზე.
„გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია საქართველოს მმართველ პარტიასთან? და თუ ასეა, გაგვიზიარეთ თუ რა ტიპის კომუნიკაცია არსებობს თქვენს შორის ახლა?
მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. დააკავეს მშვიდობიანი მომიტინგეები, ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად ციხეშია. ამ გარემოებების გათვალისწინებით, რა ხედვა გაქვთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე?“, – ჰკითხა ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამ კითხვას დაუბრუნდებიან.
„მე ნამდვილად მინდა ამაზე პასუხის გაცემა და ჩვენ მას დავუბრუნებთ და გვექნება პასუხი თქვენთვის“, – განაცხადა ტემი ბრიუსმა.
