რა უნდა მიქაუტაძეს სკამზე? – ქართველმა “ლიონს” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

ლიგა 1-ის 26-ე ტურში „ლიონმა“ სახლში „ჰავრი“ 4:2 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც „სტიაუასთან“ ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ 77-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, რის შემდეგაც ქართველის პასით ასევე შეცვლაზე შესულმა მალიკ ფოფანამ ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში კი მიქაუტაძემ გაიტანა, ბოლოს ტიაგო ალმადასაც გაატანინა და “ოლიმპიკმა” გაიმარჯვა.
გიორგის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.
„ლიონი“ 45 ქულით მე-5 ადგილზეა და 28 მარტს
„სტრასბურგს“ ესტუმრება.
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (22, პენ), 1:1 ტურე (31, პენ), 1:2 კაზიმირი (45+1), 2:2 ფოფანა (78), 3:2 მიქაუტაძე (82), 4:2 ალმადა (90+6)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში