რა უნდა მიქაუტაძეს სათადარიგოებში – შევიდა და თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა

ლიგა 1-ის მეთოთხმეტე ტურში „ლიონმა“ გასვლაზე „ანჟე“ 3:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 67-ე წუთზე შევიდა შეცვაზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო. ჯერ მის მიერ თავით დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, შემდეგ კი ორ მეურვეს გაექცა და მეტოქის კარი დალაშქრა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი მესამე გოლია.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.8, whoscored 7.6, sofascore 7.3.
„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 25 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 13 დეკემბერს, ევროპა ლიგაზე ფრანკფურტში „აინტრახტთან“ ჩაატარებს.
ანჟე – ლიონი 0:3
გოლები: 0:1 ტალიაფიკო (26), 0:2 შერკი (55), 0:3 მიქაუტაძე (88)