რა უნდა იცოდეთ, თუ თვითდასაქმებული ხართ

ყოველდღიურად არაერთი ადამიანი საკუთარი საქმიანობით იღებს შემოსავალს. დიდხანს არსებობდა განცდა, რომ თვითდასაქმებულებისთვის საბანკო სერვისებზე წვდომა რთული იყო. თუმცა, როგორც არ უნდა იღებდეთ შემოსავალს, თუ გაქვთ მეურნეობა, ან ხართ რეპეტიტორი, ძიძა, ხელოსანი, ფრილანსერი თუ სხვა. შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ საბანკო პროდუქტებით.
ვინ არის თვითდასაქმებული ბანკისთვის?
თუ შემოსავალს საკუთარი საქმიანობით იღებთ (პირადი ჩარიცხვებით ან ხელზე), მაგრამ არ ხარ რეგისტრირებული როგორც ინდ.მეწარმე ან შპს, ბანკისთვის თქვენ თვითდასაქმებულს წარმოადგენთ.
მაგალითად: გაქვთ მეურნეობა, ხართ ავტოხელოსანი, მშენებელი, ძიძა, რეპეტიტორი, მძღოლი, თარჯიმანი, ფრილანსერი ან სხვა სფეროს წარმომადგენელი. ყველა საქმიანობას აქ იპოვით.
რა ტიპის საბანკო პროდუქტებზე გაქვთ წვდომა?
თვითდასაქმებულებს საქართველოს ბანკში ყველა იმ საბანკო პროდუქტსა თუ სერვისზე აქვთ წვდომა, რომელსაც ოფიციალურად დასაქმებული პირები იღებენ. მათ შორის:
· ანგარიშის გახსნა და ბარათები – თანხის მისაღებად და გადასარიცხად, საყიდლებისთვის და ყოველდღიური ოპერაციების განსახორციელებლად;
· მობილბანკით და ინტერნეტბანკით სარგებლობა – ფინანსების მარტივად და სწრაფად სამართავად;
· ანაბრების გახსნა – თანხის შესანახად და სარგებლის მისაღებად;
· საკრედიტო პროდუქტები, მათ შორის:
· სამომხმარებლო სესხი – ნებისმიერი საჭიროებისთვის;
· იპოთეკური სესხი – სახლის შესაძენად ან გასარემონტებლად;
· ავტოსესხი – მანქანის შესაძენად;
· განვადება – სასურველი ნივთის შესაძენად;
· ნაწილ – ნაწილ გადახდა – სადაც ნივთის ღირებულება შეგიძლიათ 4 თვეზე გადაანაწილოთ ისე, რომ ნივთის ჯამური ფასი არ გაგიძვირდეთ (ეფექტური 0%);
· საკრედიტო AmEx ბარათი – გადახდებით შესაძლებლობა გაქვთ დააგროვოთ MR ქულები.
*გაითვალისწინეთ, რომ საბანკო პროდუქტებს შესაძლოა ჰქონდეს მომსახურების საკომისიო.
ასე, რომ თუ ხართ თვითდასაქმებული, შეგიძლიათ ყველა საბანკო პროდუქტით ისარგებლოთ, აისრულოთ სურვილები ან განავითაროთ თქვენი საქმიანობა.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.