„რა უნდა ვქნათ?“ – ირინა სარიშვილი

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი:
„მათიაშვილმა სასამართლოში ვიღაც გოგოს ფიზიკური და სიტყვიერი შეუარცხყოფა მიაყენა და იცით რა მოხდა?გოგოს ახლობლები შემოუტრიალდნენ და კეფით აფორთხიალეს!
აქციის მონაწილეები აშველებდნენო ვიღაცამ დაწერა და რავი მოდი კი არ მივეშველოთ, გავაშველოთ ხოლმე თუ ვინმეს ამოასხამს და საკადრის პასუხს გასცემს მოძალადეს, მერე დაველოდოთ სანამ რომელიმეს თრევით და გინებით დაიჭერენ, აღვშფოთდეთ, ვიკივლოთ, ვიწივლოთ, ვიდეოები გადავიღოთ და საღამოობით ფეისბუკზე ვამხილოთ ხოლმე რეჟიმი. ასე ითელება და ბოლოს იკარგება ღირსება.
რა უნდა ვქნათ? უნდა გავბრაზდეთ, სანამ ბრაზის უნარი ჯერ კიდევ გვაქვს. დროზე სანამ სადღეგრძელოებიდანაც გამქრალა ღირსება.
მერე უკვე ძალიან გვიან იქნება.“