რა უთხრეს ევროპელმა პარლამენტარებმა რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს

დღეს, 11 ნოემბერს, თბილისში შეკრებილ მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს ევროპის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენელმა. მათ შორის იყვნენ გერმანელი მიხაელ როთი, პოლონელ მიხაილ კამინსკი, ლიეტუველი ჟიგიმანტას პავილიონისი, ფინელი იუკა კოპრა და შვედი ერიკ ოტოსონი.
„ნეტგაზეთი“ მათი გამოსვლების თარგმანს გთავაზობთ:
მიხაელ როთი
„მოხარული ვართ, რომ დავბრუნდით თბილისში, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. მოგვწონს თქვენი სტუმართმოყვარეობა, მაგრამ ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში არის ზოგიერთი ადამიანი, განსაკუთრებით თქვენი მთავრობა და მმართველი პარტია, რომელიც არაა ბედნიერი ჩვენი ვიზიტით. ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ვართ მეგობრები თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს, რომელიც ფაქტობრივად ევროპის ცენტრია დღეს. ევროპა არის თქვენი ადგილი და თქვენ ამას იმსახურებთ. ამ შავბნელ დროს, მინდა გითხრათ, რომ მისია შესრულებულია, დემოკრატია ცოცხალია, მაგრამ ეს არა თქვენი მმართველი პარტიის გამო, არამედ თქვენს გამო, თქვენი წყალობით. ლიბერალურ დემოკრატიაში არასდროს ვამბობთ, რომ მისია შესრულებულია. ეს პროცესი არასდროს სრულდება, ჩვენ მუდმივად უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ“.
ჟიგიმანტას პავილიონისი
„ვიღაცები ცდილობენ, თავისუფლება და დემოკრატია წაგართვათ. ნატოსა და ევროკავშირში წევრობა. არ დანებდეთ. იბრძოლეთ. თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ქვეყნისთის, ევროინტეგრაციისთვის. გახსოვდეთ, რომ არ არსებობს ორბანისეული გზა ევროკავშირისკენ. არ არის რუსული ოცნება. არის ევროპული ოცნება. თქვენ კი ამ ევროპის ნაწილი ხართ. უნდა იყოთ საუკეთესონი, ვინც მოხვდება ევროპაში. უნდა გქონდეთ გეგმა. თავისუფლება არაა ნაჩუქარი. ის უნდა მოიპოვოთ დაუღალავი შრომით. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით, თქვენ ევროპა ხართ“.
ერიკ ოტოსონი
„ჩემი პოლიტიკური კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, როცა ქართველი ხალხი მედეგად დაუდგა რუსულ აგრესიას. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ამ ხალხის მედეგობამ. ახლა ვდგავარ თქვენთან – ვიბრძვი თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის, თქვენი კუთვნილი ადგილისთვის ევროპაში. გზა ევროპისკენ არის მხოლოდ დემოკრატიული, თავისუფლებაზე და ადამიანის უფლებებზე გამომავალი. და ეს გზა ხართ თქვენ! მე შვედეთიდან ვარ. 200 წლის მშვიდობამ, ხუმრობით რომ ვთქვათ, გაგვათამამა. თუმცა, რეალობა ევროპას თავს ახსენებს. რუსულ აგრესიას არ აქვს მხოლოდ ერთი, მაგალითად, ტანკების ან ფოლადის. ეს სახე შეიძლება ვერც ამოიცნო, სანამ ძალიან არ დაგვიანდება. მაგრამ, საქართველოსთვის გვიანი არ არის. სანამ დემოკრატიისთვის იბრძვით, ძალიან გვიანი არ იქნება. არასდროს დანებდეთ, რაც არ უნდა იყოს თქვენს წინაშე. იბრძოლეთ. მადლობა საქართველოს!“
იუკა კოპრა
„დემოკრატიას ესაჭიროება თავისუფალი და სამართლიანი . დემოკრატიას ესაჭიროება. აქ კი საკმაო ხალხს ვხედავ. თუმცა, რატომ ჩამოვედი თბილისში? ეს არაა ჩემი პირველი ვიზიტი. პირველად 1978 წელს ვიმყოფებოდი. მაშინ პატარა ბავშვი ვიყავი. ეს საბჭოთა დროს იყო და ოჯახთან ერთად ჩამოვედი, აქტ მიგინგები იყო – ახალი საბჭოთა ენის კანონის წინააღმდეგ. 1978 წელს ქართველმა ხალხმა მოახერხა, რომ საბჭოთა მთავრობამ ეს კანონი გაიწვია. ასე რომ, მიტინგების კარგი ისტორია გაქვთ. ყველაფერი გაქვთ, რათა ქვეყანას დემოკრატია მოუტანოთ. ჩვენ აქ ვართ, რომ მხარი დაგიჭიროთ ევროპისკენ გზაზე. ჩვენ ვართ ევროპა. თქვენ ხართ ევროპა. ყველა ვართ ევროპა. არასდროს დანებდეთ. გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა. გწამდეთ თავისუფლების!“
მიხაელ კამინსკი
„ამ ადგილას ვიდექი თქვენს დიდებულ პრეზიდენტთან, სააკაშვილთან და სამუდამომ დიდებულ პოლონეთის პრეზიდენტთან, ლეხ კაჩისკისთან ერთად. ეს მაშინ, როდესაც რუსული ტანკები თბილისს უახლოვდებოდნენ. თბილისი და საქართველო კი გადარჩა! მე მქონდა ოცნება. მე მქონდა ნამდვილი ქართული ოცნება – რომ თქვენი ქვეყანა ევროპაში ყოფილიყო. ესაა პირადად ჩემი ქართული ოცნება, ესაა თქვენი ქართული ოცნება. თქვენ გაიმარჯვებთ! ხოლო, ვისაც უნდა, მოიპაროს თქვენი არჩევნები; ვისაც უნდა, რომ მოიპაროს თქვენი ხმები, თქვენი თავისუფლება მოიპაროს, ჩვენ გავუმეორებთ უკრაინელი ჯარისკაცების ფრაზას – „რუსულო სამხედრო გემო..“ საქართველო იქნება თავისუფალი. თავისუფალი უნდა იყოს ც“.