რა ტყუილი წერია ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში – საქართველოსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.
კერძოდ, განცხადებაში ვკითხულობთ:
„ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში არ იქნა დაშვებული”.
სინამდვილეში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 12 სექტემბერს ორგანიზაციამ თავის ოფიციალურ ვებ გვერდზეც გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:
„სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ დაემატებათ ODIHR-ის მიერ მოწვეული 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი”.
გარდა ამისა, განცხადებაში წერია, რომ „დამკვირვებლები ს ყველა ასპექტს დააკვირდებიან არჩევნების დღემდე და შემდეგ”.
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრი ც შეხვდა, სადაც აღინიშნა, რომ საარჩევნო გარემო თავისუფალი და კონკურენტულია, რაც ეუთო-ოდირის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც დაადასტურა.
საქართველოს ხელისუფლების მისამართით გავრცელებული ცრუ და გადაუმოწმებელი განცხადების ავტორები გერმანიის „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი ულრიხ ლეხტე, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CSU) საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი იურგენ ჰარდტი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი ნილს შმიდი და ალიანსი 90/მწვანეთა საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერი დებორა დიურინგი არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს შესაძლოა დაგვიანებულია, მაგრამ მაინც პასუხია საქართველოს ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილის მოთხოვნაზე და გარკვეულწილად პროტესტზეც, რომელიც მათ გაუჩნდათ ე.წ. „კოჰაბიტაციის“ მიმართ

მივესალმები “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მზაობას მომზადდეს საჩივარი ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ნაკარნახევი კოჰაბიტაცია ქართული სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად უნდა დასრულდეს