რა “ტრიუკს” უტარებს პუტინი საქართველოს? – ვოლსკი

ფაქტს, რომ ენგურზე საბაჟო ტერმინალს აშენებს ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ ეს მხოლოდ “ტრიუკია”. ვოლსკი არ ამბობს, ეს “ტრიუკი” საქართველოსთვის გასართობი იქნება, სასაცილო, საინტერესო, ბოლოს და ბოლოს, წამგებიანი, თუ მომგებიანი? ფაქტია, ეს რუსეთის საკმაოდ ძვირადღირებული “ტრიუკია”. ვოლსკი ასევე არ ამბობს იმას, მიმართეს თუ არა საერთაშორისო საზოგადოებას და რატომ არ კეთდება ხმამაღალი განცხადებები ამ ე.წ. “ტრიუკის” პასუხად. შესაძლოა, არ ვიმჩნევთ, არ მიხვდნენ, რომ ვიცით?
ვადასტურებ, რომ ს მხარეს შენდება გარკვეული სივრცე. ინფორმაცია ვრცელდება იმის თაობაზე, რომ რაღაც საბაჟო სისტემის შემოღება უნდათ და სახელმწიფოებრიობის ნიშნების შემოტანა უნდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური “ტრიუკია” იმის გათვალისწინებით, რომ ეს ენგურზე ორმხრივი შეთანხმება უნდა იყოს ნებისმიერი საბაჟო ურთიერთობისა, რაც ნონსენსია, გამორიცხულია სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც, – ამბობს ვოლსკი.