რა ტიპის ღვინოები მოსწონთ მილენიალებს და ჯენ-ზის – კვლევა

ჯენ-ზი თაობა უპირატესობას დაბალ-ალკოჰოლურ სასმელს ანიჭებს, მილენიალების და ჯენ-ზი თაობა მეტ ინტერესს იჩენენ ახალი, საინტერესო ღვინოების მიმართ – ასეთი დასკვნა TBC Capital-მა ღვინის სექტორის 2023 წლის კვლევით კეთდება.
ორაგანიზაციამ ქართული მეღვინეობის ტენდენციებსა და მოლოდინებზე კვლევა გაასაჯაროვა, რომლის თანახმად გასულ წელს მსოფლიოში ღვინის წარმოება 7%-ით, მოხმარება კი 2,6%-ით შემცირდა.
კვლევა აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილება ღვინის ინდუსტრიას გამოწვევების წინაშე აყენებს.
მათივე პროგნოზით, შუშხუნა ღვინის პოზიციები ძლიერდება 2027 წლამდე CARG +1%.
რაც შეეხება მოხმარებას, ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ის მცირდება, თუმცა იზრდება მოთხოვნა პრემიუმ და მაღალი კატეგორიის ღვინოებზე.
კაპიტალი” ვარაუდობს, ღვინის ინდუსტრიის სტრუქტურული შემცირება გაგრძელდება 2027 წლამდე CARG -1%
მათივე ცნობით, მსოფლიოში ღვინის რაოდენობრივი ქსპორტი 6,3%-ით შემცირდა, ღვინის საშუალო ფასი კი 2%-ით გაიზარდა.