რა სჭირთ ამ ბოლო დღეებში ფსევდოლიბერალებს? –

რა სჭირთ ამ ბოლო დღეებში ფსევდოლიბერალებს? –
ცუდი და ამორალურია რომელიმე განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების მხარდაჭერა? მკრეხელობაა? მსგავსი რამ ქართული ოცნების ყველაზე კონსერვატორ ამომრჩეველსაც არ უთქვამს, ჩვენ მხოლოდ ამორალურ და მომავალი თაობების დამაზიანებელ პროპაგანდას ვებრძვით!- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია “იმედის” მიმართ დაორგანიზებულ ბულინგს.
მდინარაძის თქმით, გარდა იმისა, რომ ფსევდოლიბერალებმა ს მიერ X-ზე გამოქვეყნებული პოსტი არ მოიწონეს, მათ ს მიმართ სანქციებიც აღარ მოსწონთ, ომზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი და ერთი დარჩათ, რომ თქვან ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი რუსული კი არა, გამჭვირვალობისაა და უდავოდ სასარგებლო, ქართული, ეროვნულია და ქვეყნის სუვერენიტეტს ამყარებსო. „დაორგანიზებული ბულინგი ტელეკომპანია “იმედის” მიმართ: მაკრონმა ლგბტ პირების მიმართ მხარდაჭერა კი არ გამოხატა, უბრალოდ მის მიერ გამოყენებული ფრანგული სიტყვის პირდაპირი თარგმანი “სიამაყეა” და სხვა აზრის ძებნა ამ სიტყვაში, უბრალოდ, ამორალურობააო ოლიმპიადის გახსნიდან გამომდინარე კონტექსტიც საერთოდ არანაირ კავშირშიაო…
და ასეთი ისტერია საქართველოში რატომ? ცუდი და ამორალურია რომელიმე განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების მხარდაჭერა? მკრეხელობაა? მსგავსი რამ „ქართული ოცნების“ ყველაზე კონსერვატორ ამომრჩეველსაც არ უთქვამს, ჩვენ მხოლოდ ამორალურ და მომავალი თაობების დამაზიანებელ პროპაგანდას ვებრძვით! რა სჭირთ ამ ბოლო დღეებში ფსევდოლიბერალებს? ს მიმართ სანქციებიც კი აღარ მოსწონთ, აღარ ითხოვენ! ომზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, ბომბებით წვა კი არა, მშვიდობაზე ლოცულობენ… ერთი დარჩა, ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი რუსული კი არა, გამჭვირვალობისაა და უდავოდ სასარგებლო, ქართული, ეროვნულია და ქვეყნის სუვერენიტეტს ამყარებსო – უნდა თქვან. დანარჩენში უკვე ზედმეტად გადაგვისწრეს, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
Previous ეტყობა პატრონების მიერ დაქირავებულმა არ იცის კახი რომ მსოფლიოში ცნობილი ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო და თუ რაიმე აქვს შეძენილი, მხოლოდ საკუთარი ნიჭით და თავაუღებელი შრომით

ასევე დაგაინტერესებთ

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შსს-მ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა, ეს მაჩვენებელი შეესატყვისება გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს, თვისებრივად იქნება აღმოფხვრილი ეს პრობლემა, რაც მნიშვნელოვანია, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით

წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მშპ, სქართველოს ეკონომიკა გადაცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ გადაცდება 10 000 დოლარს, გავაკთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არ შეჩერდეს ზრდის ტენდენციები და შევინარჩუნოთ ეკოპნომიკური ზრდის მაღალი ტემპი