რა სჭირდებათ ქართულ კომპანიებს საერთაშორისო დეველოპერულ პროექტებში მონაწილეობისთვის? – Black Sea Group-ის შეფასება

სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სრული რეაბილიტაცია სრულად ქართულმა კომპანია Black Sea Group-მა განახორციელა. სამშენებლო სამუშაოები 62 დღეში, ივნისის ბოლოს დასრულდა, პროექტის ღირებულებამ კი €5.5 მილიონი შეადგინა.
კითხვაზე – რა სჭირდებათ ქართულ კომპანიებს იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზარი აითვისონ, Black Sea Group-ის ბიზნესოპერაციების ხელმძღვანელი ანდრია წულუკიძე ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად კომპანიის გამოცდილებას ასახელებს, რომელიც 20 წელს ითვლის.
“გჭირდება შენს რეგიონში გამოცდილება, ნდობა, ხარისხის კონტროლი – ზუსტად ამ მექანიზმებით გავედით ევროპულ ბაზარზე, სადაც კიდევ სხვა ხედვა ვნახეთ. დღეს ვემზადებით შუა აზიისთვის, აღმოსავლეთ ევროპისთვის. ამ ბაზრებს ვსწავლობთ და გვინდა, რომ მოვერგოთ და გავიტანოთ ჩვენი გამოცდილება იქ, რადგან 20 წელი არ არის ცოტა, ძალიან დიდი გამოცდილებაა.