რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები ფრონტზე? – “ვფიქრობ, 2024 წელს უკრაინის სამიზნე მოსკოვი იქნება…”

უკ­რა­ი­ნა­ში ომი გრძელ­დე­ბა, სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლის ვა­რა­უ­დით, მალე არც დას­რულ­დე­ბა. თუმ­ცა არის მო­საზ­რე­ბაც, რომ 2024 წელს შე­საძ­ლოა სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­ი­წყოს და ამის სა­ნაც­ვლოდ უკ­რა­ი­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რდეს. სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბის და­წყე­ბის არ სჯე­რა პოლ­კოვ­ნიკ ლაშა ბე­რი­ძეს, რომ­ლის აზ­რით, უკ­რა­ი­ნა­ში დაღ­ვრი­ლი ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სის­ხლი, ამ­ხე­ლა მსხვერ­პლი უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ივ­ლის და უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯვებს. რა სცე­ნა­რით შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი 2024 წელს, ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე პოლ­კოვ­ნი­კი ლაშა ბე­რი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

– უკ­რა­ი­ნა­ში ომი კარ­გა ხანს გაგ­რძელ­დე­ბა. წინსვლას ვერც ერთი მხა­რე ვერ ახერ­ხებს. სამ­ხრე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე უკ­რა­ი­ნის მხა­რეს არის უპი­რა­ტე­სო­ბა, აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე – რუ­სე­თის, მაგ­რამ არც ერთს არა აქვს ისე­თი უპი­რა­ტე­სო­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­ღვე­ვა მო­ახ­დი­ნოს. ეს დრო­ნე­ბის, რა­კე­ტე­ბის ომია, რა­შიც დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს რუ­სეთს, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნა­მაც და­ი­წყო პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ერთ-ერთი გა­სა­ღე­ბი, ალ­ბათ, ის არის, რომ უკ­რა­ი­ნა­ში წარ­მო­ე­ბულ რა­კე­ტებს წვდო­მის საკ­მა­რი­სად დიდი მან­ძი­ლი აქვს და ამას უფრო დახ­ვე­წენ. უკ­რა­ი­ნამ უნდა და­ი­წყოს რუ­სე­თის დიდი ქა­ლა­ქე­ბის, მოს­კო­ვის, როს­ტო­ვის და ა.შ. უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი და­ბომბვა რა­კე­ტე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ფრონ­ტის ხაზს, შე­იძ­ლე­ბა უცებ შე­იც­ვა­ლოს რა­ღაც, შე­იძ­ლე­ბა სტაგ­ნა­ცია დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს, რად­გან ორი­ვეს საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით, უკ­რა­ი­ნას. მას და­მა­ტე­ბი­თი ცო­ცხა­ლი ძა­ლაც სჭირ­დე­ბა, რუ­სეთ­მა კი უკვე სამ­ჯერ გა­ნა­ახ­ლა.

სა­რა­კე­ტო დარ­ტყმებს, დრო­ნულ თავ­დას­ხმებს სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რებ­ზე კრემ­ლი ისევ გა­აგ­რძე­ლებს, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნაც ნელ-ნელა უმა­ტებს სა­რა­კე­ტო დარ­ტყმებს. შე­იძ­ლე­ბა ჯერ მოს­კოვს ვერ სწვდე­ბი­ან თა­ვი­ან­თი რა­კე­ტე­ბით ისე, რომ და­ა­ზა­რა­ლონ, მაგ­რამ და­ი­ბომ­ბა როს­ტო­ვი, ახ­ლა­ხან ბელ­გო­რო­დიც. ვფიქ­რობ, 2024 წელს სა­მიზ­ნე მოს­კო­ვი იქ­ნე­ბა. რუ­სე­თი ამ ზამ­თარს სახ­მე­ლე­თო შე­ტე­ვა­ზე ვერ გა­და­ვა, ამი­ტომ შე­ეც­დე­ბა გა­ახ­ში­როს სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი, გე­ოგ­რა­ფია გა­ზარ­დოს. აქამ­დე კი­ევ­სა და ხარ­კოვ­ზე იყ­ვნენ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, ახლა არე­ა­ლი გა­ზარ­დეს, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ აგ­რე­სორს იმა­ვე­თი უპა­სუ­ხოს.

– ელო­დით, რომ ომი ასე გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბო­და?

– პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვამ­ბობ­დი, მალე არ დამ­თავ­რდე­ბო­და. რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა უფრო გრძე­ლი, გა­მო­ფი­ტუ­ლი ომით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუ ომე­ბის ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დავთ, მალე არც ერთი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გერ­მა­ნი­ას მთე­ლი მსოფ­ლიო ეო­მე­ბო­და და ლა­მის 7 წელი დას­ჭირ­და მის და­მარ­ცხე­ბას. რუ­სე­თი მარ­ტო არ არის და გა­ცი­ლე­ბით დიდი რე­სურ­სე­ბი აქვს, ვიდ­რე ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ას ჰქონ­და. გა­ვიხ­სე­ნოთ, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და ვი­ეტ­ნა­მის ომი, მერე ავ­ღა­ნე­თის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ომე­ბი. ამ ომ­საც დრო სჭირ­დე­ბა და, რა თქმა უნდა, და­სავ­ლე­თის კონ­სო­ლი­და­ცია, მეტი პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხი რუ­სეთ­ზე.უკ­რა­ი­ნას კვლა­ვაც უნდა და­ეხ­მა­რონ, რად­გან ამ ომში და­სავ­ლე­თიც და­მარ­ცხდე­ბა… გა­მარ­ჯვე­ბის დე­ფი­ნი­ცი­აც კარ­გა ხა­ნია შე­იც­ვა­ლა. ახლა სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ რუ­სეთ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია, რისი და­კა­ვე­ბაც მო­ა­ხერ­ხა. უკ­რა­ი­ნის­თვის და­მარ­ცხე­ბა იქ­ნე­ბა, თუ და­კა­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს ვერ და­იბ­რუ­ნებს. უკ­რა­ი­ნის­თვის. რაც მეტ დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებს, უფრო მე­ტია შან­სი, რომ ომი მალე დამ­თავ­რდეს, ხოლო ნაკ­ლე­ბი დახ­მა­რე­ბის გამო უფრო დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა.

– რი­თაც ეხ­მა­რე­ბი­ან უკ­რა­ი­ნას, არ არის საკ­მა­რი­სი?

– დიახ, არ არის. უკ­რა­ი­ნა ცდი­ლობს თა­ვი­სი სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბა იმ დო­ნე­ზე აიყ­ვა­ნოს, რომ მთლი­ა­ნად არ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი და­სავ­ლეთ­ზე. რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა მთლი­ა­ნად გა­და­ე­წყო ომის რელ­სებ­ზე, უკ­რა­ი­ნაც, მაგ­რამ და­სავ­ლე­თი არ არის ომის რელ­სებ­ზე, არა­და, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნამ მალე გა­ი­მარ­ჯვოს. მაგ­რამ და­სავ­ლეთ­შიც აზ­რე­ბი გა­ი­ყო. არის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ამ­ბობს, უკ­რა­ი­ნა გა­დარ­ჩა, ახლა რუ­სე­თი რაღა საფრ­თხეა, არაფ­რის თავი აღარ აქ­ვსო, მაგ­რამ ვინც ასე ფიქ­რობს, ცდე­ბა. რუ­სე­თი ყო­ველ­თვის საფრ­თხეა, მე­ო­რე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, ამ­ბობს, უკ­რა­ი­ნას უნდა და­ვეხ­მა­როთ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ბო­ლომ­დე დე­ო­კუ­პა­ცი­ამ­დე, რათა ევ­რო­პას ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უსაფრ­თხო­ე­ბის მყა­რი გა­რან­ტია ჰქონ­დე­სო. ნა­ტოს წევ­რი ისე­თი ქვეყ­ნე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან უკ­რა­ი­ნას, ვფიქ­რობ, რუ­სეთს მო­უ­წევს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დათ­მო­ბა…წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად