რა სქემით არიგებს ფულს ოლიგარქი? – მედია

ბიძინა ივანიშვილის სიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოქმედი მოადგილე, იური ნოზაძე “შაბათის ეთერს” უდასტურებს ინფორმაციას, რომ კომპანია “ახალი სერვისი”, რომელსაც ოლიგარქი ფლობს, ივანიშვილის სახელით იმ ხალხისთვის ფულადი ჯილდოების დასარიგებლად გამოიყენება, ვისაც ოლიგარქი სწყალობს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ერთადერთი საჯარო მოხელეა, რომელმაც დეკლარაციაში ასახა, რომ მისი ოჯახი სგან საჩუქრად ფულს ყოველთვიურად იღებს. იგი ამტკიცებს, რომ მისი ოჯახი, ოლიგარქის ხელფასების სიაში მეუღლის გამო მოხვდა.
იური ნოზაძის ცოლი, ლენა მამაცაშვილი უჩა მამაცაშვილის და და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია. უჩა მამაცაშვილი ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, მის დას კი ივანიშვილისგან 1400 ლარიანი ხელფასი აქვს დანიშნული.
კომპანია ახალი “სერვისი”, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლამდე ერთ წლით ადრე 2010 წლის 19 აგვისტოს დააფუძნა. კომპანია დღემდე მოქმედია და მისი საშუალებით თანხა ამ დრომდე რიგდება. ამ კომპანიის მფლობელი ოფშორში ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ფირმა “რინგოლდ ფინანს ლიმიტედია”. ამ კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში კი ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია.
მედიის ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ კომპანია ახალი სერვისიდან, რომელსაც ოფშორული მფლობელი ჰყავს ფულს ბევრი იღებს, ანუ აქ გაფორმებული ხალხს ოლიგარქის ხელფასები ენიშნებათ. არიან თუ არა მათ შორის “ოცნების” ლიდერები, მინისტრები და მათი მოადგილეები? – ამ კითხვას იური ნოზაძე არ პასუხობს.
ქართული ოცნების ყოფილი წევრები ადასტურებენ, რომ ივანიშვილი მისი გუნდი წევრებს, თანამდებობის პირებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ხელფასის გარდა, მის პირად ხელფასს აძლევდა. თანხა თვეში 5- დან 20 ათას დოლარამდე მერყეობდა. რაც უფრო მაღალი იყო თანამდებობა, მეტი იყო ფულიც.