რა საჩუქარი მიიღო ლაშა ტალახაძემ საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრისგან – სამეფო სახლი ინფორმაციას ავრცელებს

შვიდ გზის მსოფლიო ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს სამეფო სახლისგან მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენი ებოძა.
„13 ნოემბერს, წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრემ, ბატონიშვილმა ნუგზარმა, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ადამიანსა და დიდ ქართველ სპორტსმენს, ლაშა ტალახაძეს, საქართველოს სახელის მსოფლიოში ღირსეულად წარმოჩენისთვის, უბოძა მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენი!
ვულოცავთ ბატონ ლაშას ამ საპატიო ორდენის მიღებას! უფალმა დალოცოს და გააძლიეროს იგი!“ , – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე – მინიმალური, რაც ღირსების დასაცავად შემეძლო გამეკეთებინა, გავაკეთე და უღირსობას გავეცი პასუხი – აღმაშფოთა ირაკლი შვანგირაძის უშფოთველობამ, სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეფექტურმა და კოორდინირებულმა ევროპულმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია