რა საქონელი გაიტანა 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე? – რეიტინგი

2024 წელს საქართველოს ექსპორტის მოცულობამ 6.56 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 7.8%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
ამ ზრდაში მთავარი წვლილი მიუძღვის მსუბუქი ავტომობილების, ფეროშენადნობების და სპირტიანი სასმელების ექსპორტს, რომელთა მოცულობამაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა წინა წლის მონაცემებს. ამავე დროს, განსაკუთრებული მატება დაფიქსირდა ძვირფასი ლითონების მადნებსა და კონცენტრატების მიმართულებით.