საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ უსამართლოა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დასანქცირების მოწოდებას რომ აკეთებს ევროპარლამენტი, ცხადია, ეროვნული ბანკი, არც იმას წერს, რამდენჯერ გააფრთხილეს ევროპარლამენტარებმა, ან რა მიზეზით გაკეთდა თურნავას სანქცირების მოწოდება. ეროვნული ბანკი არ საუბრობს დანაშაულზე და საუბრობს მხოლოდ სანქცირებაზე, რაც, ევროპარლამენტმა, მისივე რეზოლუციით, სწორედ, დანაშაულის პასუხად წარადგინა. მეტიც, საფრთხის წინაზე დადგა ქვეყნის ეკონომიკა და ქვეყნის ფინანსური სექტორი, თუმცა, ეროვნული ბანკი, მაინც მხოლოდ ნათია თურნავაზე კონცენტრირდება.
„ვეხმაურებით ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელშიც ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს სანქციები დაუწესონ ქართველ ბიზნესმენებსა და მაღალი თანამდებობის პირებს. მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას. დღევანდელ რეზოლუციაში ევროპარლამენტის მოწოდება, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს ნათია თურნავას, ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე პოლიტიკური ზეწოლის კლასიკურ მაგალითად მიგვაჩნია, რომლის უკან გარკვეული ადგილობრივი პოლიტიკური ძალები დგანან. სამწუხაროა, რომ ეს ძალები, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების მიღწევის მიზნით ცდილობენ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საფინანსო სექტორის სტაბილურობას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სამწუხაროდ, გამოიყენეს ევროპარლამენტის პლატფორმა”, – წერია განცხადებაში, რომლის სრულ ტექსტს “იმედი” აქვეყნებს.