საქართველოში ხელახლა წამოიწია მოთხოვნამ – მეგრულ, სვანურ, ლაზურ და სომხურ ენებს რეგიონალური ენების სტატუსი მიენიჭოთ. უმცირესობათა ენების განსაზღვრას და მათზე ზრუნვას, „რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტია“ ითხოვს.
ამ ქარტიის რატიფიცირების ვალდებულება საქართველომ ავტომატურად აიღო, როცა 1999 წელს ევროსაბჭოს წევრი გახდა. თუმცა ქართული პოლიტიკური ელიტა, დღემდე „ენის ქარტიას“ დიდი სიფრთხილით ეკიდება.
ოფიციალური თბილისის კონსერვატიულ პოლიტიკას ამ სფეროში, ევროსაბჭოს გარდა, ჯავახეთსა და სამეგრელოშიც აკრიტიკებენ. ზუგდიდში არსებულმა განათლების ცენტრმა“ კოლხიდამ“, რამდენჯერმე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რომ რეგიონალური ენების სტატუსი მეგრულს, სვანურს და ლაზურ ენებს მიენიჭოთ.
„ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულია იდეოლოგია, რომ მეგრული, სვანური, ლაზური არის ქართული ენის დიალექტი და არა დამოუკიდებელი ენები. ეს კეთდება იმიტომ, რომ იგივე მეგრულ ენაზე, არ გავრცელდეს ევროპული ქარტიის ნორმები. ანუ სახელმწიფოს არ სურს აიღოს ვალდებულება უზრუნველყოს ამ ენებზე წიგნების გამოცემა, მაუწყებლობა, განათლება და ა.შ, ვინაიდან, ამ ენებს დიალექტებად მიიჩნევენ. იური ღვინჯილია, განათლების ცენტრი “კოლხიდა”
როგორც „კოლხიდას“ ხელმძღვანელმა იური ღვინჯილიამ “ამერიკის ხმას” უთხრა, “განათლების ცენტრმა” უკვე მიიქცია, არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ქართული სპეცსამსახურების ყურადღებაც.
„ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულია იდეოლოგია, რომ მეგრული, სვანური, ლაზური არის ქართული ენის დიალექტი და არა დამოუკიდებელი ენები.
ეს კეთდება იმიტომ, რომ იგივე მეგრულ ენაზე, არ გავრცელდეს ევროპული ქარტიის ნორმები. ანუ სახელმწიფოს არ სურს აიღოს ვალდებულება უზრუნველყოს ამ ენებზე წიგნების გამოცემა, მაუწყებლობა, განათლება და ა.შ, ვინაიდან, ამ ენებს დიალექტებად მიიჩნევენ.
სინამდვილეში, რეგიონალური ენები არის ძირითადად, სამი -მეგრული, სვანური და ლაზურ-ჭანური. სამწუხაროდ, ჩვენი ცენტრის საქმიანობა იდევნება საქართველოში სპეცსამსახურების მიერ.“
„ენის ევროპული ქარტია“ სახელმწიფოსგან ითხოვს, ძირითადი მოსახლეობისგან განსხვავებული, ავტოქთონი, აბორიგენი, ეთნიკური და ენობრივ-კულტურული საზოგადოებებისთვის, უმცირესობის სტატუსის მინიჭებას.
ამ სტატუსის მიხედვით კი უმცირესობები საკუთარ ენაზე საქმის წარმოების, განათლების მიღებისა და მას-მედიის საშუალებების შექმნის უფლებას იღებენ.
მეგრული, სვანური და ლაზური ენებისთვის რეგიონალური ენების სტატუსის მინიჭების იდეა პოპულარულია ოკუპირებულ აფხაზეთშიც.
აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობის გამოდევნის შემდეგ, აფხაზ სეპარატისტებს, რუსეთის ფედერაციის დიდი მხარდაჭრით, რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, ოკუპირებულ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობაში მეგრული ენა ოფიციალური ენად დაენერგა.
გალში იყო მეგრულენოვანი ტელევიზიის შექმნის წარუმატებელი მცდელობაც. ამ ინიციატივების იდეოლოგი, ცნობილი ბრიტანელი ენათმეცნიერი ჯორჯ ჰიუიტია, აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრე ჰიუიტმა “ამერიკის ხმას” კერძოდ უთხრა:
„მეგრულ ენას უნდა მიენიჭოს სალიტერატურო ენის სტატუსი. გინდ სამეგრელოში, გინდ აფხაზეთში. არასოდეს მე არ მიმაჩნდა, მეგრელები, სვანები და ლაზები ქართველებად. უკეთესი იქნება მეგრებისთვის, ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც, თუ ბოლოს და ბოლოს, მეგრელები თვითონ მიხვდებიან და ღიად აღიარებენ თავიანთ მეგრელობას. ჯორჯ ჰიუიტი, ენათმეცნიერი
„მეგრულ ენას უნდა მიენიჭოს სალიტერატურო ენის სტატუსი. გინდ სამეგრელოში, გინდ აფხაზეთში. არასოდეს მე არ მიმაჩნდა, მეგრელები, სვანები და ლაზები ქართველებად.
უკეთესი იქნება მეგრებისთვის, ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც, თუ ბოლოს და ბოლოს, მეგრელები თვითონ მიხვდებიან და ღიად აღიარებენ თავიანთ მეგრელობას.
შემდეგ, წყნარად იცხოვრებენ, როგორც ძველებურად, აფხაზების ქართველებისგან გამთიშველ ხალხად, ფედერაციულ რესპუბლიკად გადაქცეულ საქართველოში, თავიანთი ენითა და კულტურით მოამაყენი და დიდებულ ქართულ კულტურაშიაც მოაზიარენი.“
ჯორჯ ჰიუტის ეს იდეა ახალი არ არის. მე-19 საუკუნეში, რუსეთის იმპერიას ჰქონდა რამდენიმე მცდელობა “მეგრული ანბანის” შექმნის, სლავურ კირილიცაზე დაყრდნობით.
1899 წელს, ტიფლისში, რუსულ ენაზე, ამ სახელწოდებით “მეგრული ანბანი”, სახელმძღვანელოც კი გამოიცა, რომელიც “სპეციალურად, მეგრულების სკოლებისთვის” იყო განკუთვნილი.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, სკოლებში მეგრული ენაზე სწავლებას აქტიურად უჭერდა მხარს, პედაგოგთა არაფორმალური ჯგუფი “მაფალუ” (მზარდი). ამ მოძრაობის წინააღმდეგ, მაშინ აქტიურმა გაილაშქრეს ქართულმა გაზეთებმა, მათ შორის “დროებამ”.
მეგრული (ასევე ლაზური და აფხაზური) ენის მხარდაჭერა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც გაგრძელდა. 1920-იან წლებში, ქართველი კომუნისტების მხარდაჭერით იქმნება ლაზური, აფხაზური და დამწერლობა. ამ შემთხვევაში მეგრული დამწერლობა, სრულად ქართულ დამწერლობაზე იყო დაფუძნებული.
ამ პროცესს სამეგრელოში აქტიურად ლობირებდა ისააკ ჟვანია, ქართველი კომუნისტი, ჩხოროწყუდან, სოფელ ლეჯიქედან, რომელსაც საბჭოთა საქართველოში მაღალი თანამდებობები ეკავა. ჟვანია მხარს სამეგრელოს ავტონომიასაც უჭერდა.
ჟვანიას აქტიური ლობირებით 1930 წელს, სამეგრელოში, მეგრულ ენაზე პირველად გამოიცა “ყაზაყი-ში გაზეთი”, (“გლეხის გაზეთი”) რომელიც თავიდან კვირაში ერთხელ გამოიცემოდა, შემდეგ კი ყოველდღიური გახდა. მეგრული გაზეთის ტირაჟი 1933 წელს, 17 ათასი იყო.
ამა პერიოდში, მეგრული ენის სწავლა დაიწყო, სამეგრელოს რაიონული ცენტრების, რიგი სკოლების 1-2 კლასებშიც. ეს პროცესი 1936-37 წლამდე გაგრძელდა.
1937 წელს, საბჭოთა საქართველოს ლიდერის ლავრენტი ბერიას ძალისხმევით, დააპატიმრეს და დახვრიტეს მეგრული (ისააკ ჟვანია), ლაზური (ისკანდერ ციტაში) და აფხაზური (სამსონ ჭანბა) დამწერლობის შემქნელები, ერთი წლით ადრე, ბერიამ ასევე მოიცილა, ჭანბას ლობისტი, აფხაზთა ლიდერი ნესტორ ლაკობა.
1993 წელს, როცა აფხაზეთში ქვეყანა რუსეთის აგრესიას ებრძოდა, სამეგრელოში კი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, კვლავ გამოიცა ლიტერატურული გაზეთი მეგრულ ენაზე, “ტორონჯიშ” (მტრედი). არაოფიციალური ინფორმაციით, გაზეთის ტირაჟი ამოიღეს და დაწვეს. ხოლო გამომცემელი პედაგოგი ლანდა მასხულია უშიშროების სამინისტრომ რამდენიმე დღით დააკავა.
რეგიონალური ენის მინიჭების საკითხი, მწვავედ დგას დღის წესრიგში, ჯავახეთში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც, ბოლო წლებში, საქართველოს განათლების სამინისტრომ, ჯავახეთში არსებულ სომხურ ენოვან სკოლებზე, სომხეთის განათლების სამინიტროს გავლენა მნიშვნელოვნად შეასუსტა.
ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აქტიურობს სეპარატისტული დაჯგუფება „ჯავახქის“ მოსკოვური ფრთა. ეს ჯგუფი როგორც რუსეთის, ისე სომხეთის სპეცსამსახურების მიერ იმართება და სომხური დიასპორის დიდი მხარდაჭით სარგებლობს.
ახლახანს, “ჯავახქის” ლობისტებმა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვიდან მოუწოდეს “საერთაშორისო თანამეგობრობას ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე”. „ჯავახქის“ ერთ-ერთ მოსკოველი ლობისტი, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი ალექსანდრე ბროდი ამბობს
„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს, ქვეყანაში არსებული ეთნიკურ-კულტურული ენების მრავალფეროვნება განავითაროს.
ეს გამოწვეულია ხელისუფლების პოლიტიკური ბანკროტობით, უუნარობით, და იმ მიზეზით, რომ მათ სურვილი არ აქვთ მისცენ ეთნიკურ უმცირესობებს თვითრეალიზაციის საშუალებები.“
ევროსაბჭოს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც „რეგიონალური და უმცირესობების ენების შესახებ“ ევროპული ქარტიის რატიფიცირება მოახდინა პოლონეთია.
„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს, ქვეყანაში არსებული ეთნიკურ-კულტურული ენების მრავალფეროვნება განავითაროს
2009 წელს, პოლონეთმა საკუთარ ტერიტორიაზე – აღიარა ერთი რეგიონალური სტატუსის მქონე (კაშუბური), ათი – ეროვნული უმცირესობის (უკრაინული, სლოვაკური, ჩეხური, ლიტვური, გერმანული, სომხური, რუსული, ებრაული, იდიში, ბელორუსული), ოთხი – ეთნიკური უმცირესობის (რომანული, თათრული, ყარაიმული, ლემკო) და ოთხიც – ტერიტორიის არმქონე ენა (ივრითი/იდიში, ყარაიმული, სომხური და რომანული).
ერთ-ერთი რეკომენდაცია, ამ სფეროში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვისაა განკუთვნილი სწორედ პოლონელ ენათმეცნიერ თომაშ ვიხერკევიჩს ეკუთვნის.
ვიხერკევიჩი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს – საქართველოში რეგიონალური ენების სტატუსი მიენიჭოს: სომხურ და აზერბაიჯანულ ენებს;
ტერიტორიის არმქონე ენებად ჩაითვალოს: რუსული, ბერძნული, ქურთული, უკრაინული, ქისტური, ასირიული და ავარიული ენები, უმწერლო ენებად კი მეგრულ-ლაზური და სვანური ენა გამოცხადდეს.
პოლონელი ენათმეცნიერის თომაშ ვიხერკევიჩის ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში:
„ჩვენ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან უმცირესობათა ენები და იგივე სვანური, მეგრული ენები, რომლებიც, არსებობს, და ეს, ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, ქართულ სახელმწიფოს არანაირი კონკრეტული ვალდებულება, რომ ამ კონკრეტულ ენებზე (მეგრულზე, სვანურზე, ლაზურზე), არსებობდეს, ვთქვათ, სატელევიზიო გადაცემები, ან ბეჭდური გამოცემები არ აქვს.




