რა საფრთხეებს ქმნის რუსული Wildberries-ის შემოსვლა საქართველოში

“მთავარი არხის” ინფორმაციით, საქართველოში ოპერირებას იწყებს კრემლთან დაკავშირებული და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის გამო სანქცირებული რუსული ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Wildberries-ი, რომელიც Amazon-ის რუსულ ანალოგად მოიაზრება.
Wildberries-ი ჯერ კიდევ 2021 წელს დაასანქცირა მ, დასანქცირების მიზეზი სამხედრო ფორმებისა და ანტიუკრაინული წიგნების გაყიდვა გახდა. მოგვიანებით კომპანია დაასანქცირა პოლონეთმაც უკრაინაში ს ომის მხარდაჭერის გამო. ინტერნეტში და იანდექსის სანავიგაციო სისტემაში კომპანიის მისამართად მითითებულია საინგილოს ქუჩა #42. კომპანია თანამშრომლებსაც ეძებს და მთავარ მოთხოვნად რუსულის მაღალ დონეზე ცოდნა სახელდება. გარდა რუსეთისა, კომპანია ოპერირებს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, , უზბეკეთი.
ექსპერტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელსაც რუსული კომპანიის საქართველოში შემოსვლა ქმნის. მათი თქმით, გარდა საერთაშორისო რეპუტაციული ზიანისა, საქმე ეხება კიბერუსაფრთხოებასაც, რადგან ის პირადი ინფორმაცია, რომელსაც მსგავსი კომპანიები აგროვებენ მომხმარებლებთან დაკავშირებით, რუსეთის სპეცსამსახურებისთვისაც ხელმისაწვდომია.
“ნებისმიერი რუსული კომპანია, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური კომპანიები, მომხმარებელთა მონაცემებს გადასცემენ რუსეთში, სადაც ბიზნესსა და სახელმწიფოს, ბიზნესსა და კრემლს შორის წაშლილია. საფრთხე არსებობს, რომ ამ გზით მონაცემები მოხვდეს რუსეთის ხელში. ასეთ კომპანიებს შეუძლიათ წვდომა იქონიონ მომხმარებლის კამერაზე, მომხმარებლის მიკროფონზე, ადგილმდებარეობაზე და საბანკო რეკვიზიტებზე, ეს არის ფასდაუდებელი ინფორმაცია ჯაშუშური საქმიანობისთვის,” – აცხადებს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ანდრო გოცირიძე.
წყარო: მთავარი არხი