რა საკითხები განიხილა ფინანსთა მინისტრმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე?

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიური შეხვედრის ფარგლებში, შეხვდა ბანკის პრეზიდენტ ჯინ ლიქუინს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრას, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა.
ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა და სამომავლო პროგნოზები.
დღეის მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, 400 მლნ დოლარს შეადგენს.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წლიურ შეხვედრას 2024 წელს უზბეკეთის ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.