რა საკითხები განიხილა მიხეილ სარჯველაძემ პროფესიული განვითარების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე?

ჯანდაცვის მინისტრი პროფესიული განვითარების საბჭოს წევრებს შეხვდა – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე, ექიმთა პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ის გზები და სამომავლო ნაბიჯები, რომელთა საშუალებითაც საბჭოს საქმიანობა კიდევ უფრო ქმედითი და ეფექტური გახდება.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე იმ კონკრეტული მექანიზმების ამოქმედებაზე ისაუბრეს, რომელიც პროფესიული განვითარების საბჭოს გააძლიერებს და მეტ გავლენას მოახდენს ექიმთა პროფესიულ განვითარებაზე.
პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ექიმებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.