რა საკითხები განიხილა ვენეციის კომისიის დელეგაციამ ოპოზიციასთან – პოლიტიკოსები ერთ-ერთ თემად საარჩევნო სისტემას ასახელებენ

ვენეციის კომისია თბილისში – დელეგაციამ ბოლო შეხვედრა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან გამართა. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, საუბრის თემები საარჩევნო და სასამართლო სისტემა, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და კონკრეტული კანონპროექტები იყო.
“არ არსებობს ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ “ოცნება” განახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც აუცილებელია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის. ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, არის საარჩევნო რეფორმა,”- აცხადებს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ამბობს, რომ შეცვლილი საარჩევნო სისტემა ს დამოუკიდებლობის კუთხით, უარესობისკენაა შეცვლილი.
“ცესკოს დაკომპლექტების ნაწილში მიუღებელი არის ის, რომ თითქოს ამ მოწყობაში, მეტ-ნაკლებად იყო ჩადებული დამოუკიდებლობის გარანტიები ცესკოს დამოუკიდებლობის წესში, მაგალითად ძალაუფლების ბალანსის პრინციპით იყო პრეზიდენტის წარდგინება და შემდეგ პარლამენტის მიერ არჩევის პროცესი. ახლა, ფაქტობრივად, თვითონ უკირავენ, თვითონ ცეკვავენ და ს გაყალბებაში თვითონ მონაწილეობენ, აი ეს მოდელი გვაქვს, მარტივად რომ ვთქვათ,”- აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
თავად ვენეციის კომისიის წარმომადგენლების შეფასებებს მოვისმენთ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, რომელიც ცოტა ხანში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ე.წ. მეგობარი აქტი, დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის ამოყირავება რეალობისა, რაც სინამდვილეში საქართველოშია. პარლამენტი აუცილებლად დააფიქსირებს თავის პოზიციას განცხადების სახით

სოზარ სუბარი “ნაცმოძრაობის” მიერ დაზარალებულ გიორგი ხოჭავას: რაც თქვენ გადაგხდათ, სისტემური დანაშაული იყო – რომ დაგიჭირეს და გაწამეს, ძალიან მალე, 2010 წლის 20 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა კოხტა კოდუა, მთავარი მწამებელი, მეგის ქარდავა კი – მეორე ხარისხის ორდენით