რა საკითხებზე ისაუბრა მ, თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას?

ჯანდაცვის მინისტრი , თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე, სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ხარისხის, თანასწორობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველომ გააძლიერა დაავადებების მონიტორინგი, განახორციელა ისეთი რეფორმები, რაც მოსახლეობის ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით, მინისტრმა ხაზი გაუსვა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელსა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებები, სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებას ისახავს მიზნად.
მიხეილ სარჯველაძემ მიმდინარე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა; აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებასა და ტელემედიცინის გაფართოებას, რაც ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქ კოლეგა ქემალ მემისოღლუსთან, სადაც მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძე შეხვდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს, ასევე – სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ანკარის სახელმწიფო საავადმყოფოც დაათვალიერა, შეხვდა კლინიკის მენეჯმენტს და ადგილზე გაეცნო თურქეთის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების მუშაობის სპეციფიკას.
თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესი 2014 წლიდან ტარდება. მე-11 სესია პროდუქტიულ ს ეძღვნება და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პატრონაჟით იმართება. კონგრესი ერთ სივრცეში აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.
ღონისძიებასა და ოფიციალურ შეხვედრებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, მონაწილეობდა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია.