რა საკითხებზე ესაუბრა ლევან ჟორჟოლიანი გაეროს განვითარების კოორდინაციის პროგრამის რეგიონულ დირექტორს?

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაერო-ს განვითარების კოორდინაციის რეგიონული ოფისის დირექტორს, გვი იოპ სონს შეხვდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავება, რომელსაც მომავალში გაერო-ს სააგენტოებთან ურთიერთობის პროგრამა დაეფუძნება.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, თანამშრომლობის ჩარჩოში გათვალისწინებული იქნება კონკრეტული პრიორიტეტები, რომელიც სრულად იქნება შესაბამისობაში ქვეყნის ინტერესებთან, მდგრადი ეკონომიკური ზრდის, რეგიონული განვითარების ხელშეწყობისა და განათლების მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და გაერო-ს შორის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლას.
საუბარი ასევე შეეხო გრანტების შესახებ კანონს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გაერო-ს წარმომადგენლებს კანონის მიზნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტღებიუკი დაესწრო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.