რა საკითხებზე ესაუბრა ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრეზიდენტს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი , ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური კავშირების მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
აღინიშნა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის მნიშვნელობა სექტორული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილეს მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის ხელშეწყობას განაგრძობს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა უნგრეთის პრეზიდენტს ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.