რა საინტერესო და ნიშანდობლივი რამ მოხდა სოჭში – დათო გამცემლიძე

რა საინტერესო და ნიშანდობლივი რამ მოხდა სოჭში, სადაც პუტინის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.
ერთ ერთ პანელზე გამოვიდა ს ახალგაზრდობის წარმომადგენელი და მამხილებელი ტონით თქვა, რომ ” მტრული სახელმწიფოს” (ანუ საქართველოს) გამო, აფხაზეთის დელეგაციამ “დამოუკიდებელი სახელმწიფოს” სტატუსით ფორუმზე რეგისტრაცია ვერ მოვახერხეთო. სულ ცეცხლს ყრიდა ამის გამო. დარბაზმაც მხარი აუბა ღმუილით: “ოხ ეს ნისტური საქართველო….” უკაცრავად….უკაცრავად…..და…..საქართველო რა შუაშია? პუტინის “სოჭის ფორუმზე” საქართველომ დაბლოკა რეგისტრაციის პროცესი?! სინამდვილეში ფორუმზე, რომლის მთავარი იდეა იყო Северный кавказ часть русского мира, ორგანიზატორებს არ აწყობდათ აფხაზეთის რეგისტრაცია ამ “мир” ისგან განყენებულად, ანუ სხვა სტატუსით, ვიდრე, მაგალითად, ადიღე ან ყარაჩაი ჩერქეზეთია. აფხაზეთი ს ნაწილად მიაჩნიათ და აქ რაიმე ახალი თუ მოულოდნელია სეპარატისტებისთვის? ამ ისტორიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მოსკოვს არ აწყობს სინამდვილეში აფხაზეთის საერთაშორისო პრომოუტირება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსი. კატეგორიულად არ აწყობს ეს – მისი გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე. ქართველ “სასარგებლო იდიოტებს” კი ზოგადად ჭირს აუხსნა, რომ პოლიტიკა “ინტერესთა თანხვედრის სისტემაა”.
გააჩნია რამდენად გეყოფა შნო, ეს გამოიყენო ტექნოლოგიურად.

ასევე დაგაინტერესებთ