64
TV ფორმულას ეთერში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურმან დუმბაძე, ამბობს:
“მე ვიცნობ რიჟვაძის ნათესავებს, რამდენიმე ადამიანს ვიცნობ, საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს. მქონდა რიჟვაძემდე, მქონდა მაშინაც, როცა ის მთავრობის თავმჯდომარე იყო და ვაგრძელებ ურთიერთობას იმ ადამიანებთან , როცა რიჟვაძე გაქცეულია მაშინაც. ვნახე 2-3 ადამიანი, სახელს და გვარს ვერ დავასახელებ… ისინი არიან ძალიან გახარებული მდინარაძე რომ გავიდა პოლიტიკიდან, რომ გააძევეს და რატომ – იმიტომ, რომ ისინი მე მიდასტურებენ, რომ მდინარაძემ ესროლა თუ არა [რიჟვაძეს] ეს არავინ არ იცის, მაგრამ ის, რომ მდინარაძე საგარეჯოში იმყოფებოდა რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, ეს არის უტყუარი ინფორმაცია, ამ ხალხისგან გამოსული…
ანუ, მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ისინი აღიარებენ იმას, რომ მდინარაძე ერთ-ერთი თანამონაწილე იყო რიჟვაძის იმ ვერსიასთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფომ გაავრცელა. გაბედა 1 წელზე მეტი, მთავრობის თავმჯდომარე იყო, უზარმაზარი პოლიტიკური თანამდებობის პირი და ადამიანებს უნდა აინტერესებდეთ რა ხდება 1 წლის განმავლობაში – მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, დაკითხულია თუ არა, რა მოხდა საგარეჯოში, ვინ ჩაიყვანა საგარეჯოში, ვინ ესწრებოდა იმ საქმის გარჩევას, იყო ძირითადი მოტივი ფულის ამოღება თუ არა? უამრავი შეკითხვებია, სად არის დღეს რიჟვაძე?
ერთ-ერთი ვერსიით, რიჟვაძე არ არის ევროპაში. მათიანი მეუბნება ამასაც. ერთ-ერთი ვერსიით, ის რუსეთშია. ასეთი ვერსიაც მოვისმინე მე. მე არ ვიცი რატომ შეიძლება იყოს [რუსეთში]. მე იმ ადამიანისგან, რომელსაც ველაპარაკე და რომელიც მისი შინაური და ახლობელია, ის ამბობს, რომ რიჟვაძე არის რუსეთში”



