რა რაოდენობით იყიდება ქართველი თანამედროვე ავტორების წიგნები – ბესტსელერების TOP-10

ბოლო წლებში, ქართველი ავტორების წიგნები ბევრ ენაზე ითარგმნება, ქვეყანაში ლიტერატურული კონკურსები, ფესტივალები, წიგნის დღეები ტარდება, საქართველო მსოფლიოში უდიდეს – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობს, რაც ქართველი მწერლების ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. თუმცა, ჩვენს რეალობაში, ალბათ, იშვიათია ქართველი მწერალი, რომელიც მწერლობით და წერით ცხოვრობს და ეს მისი ერთადერთი შემოსავლის წყაროა. როგორც ჩვენთან საუბარში, რამდენიმე თვის წინ, მწერალმა ლევან ბერძენიშვილმა თქვა, მწერლის შემოსავალი იმდენად ცოტაა, რომ, პირადად, საერთოდ არ ითვალისწინებს. ს თქმით, კი საქართველოში მხოლოდ წიგნების გაყიდვით ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ ეს პრობლემა მარტო ჩვენს ქვეყანაში არ დგას.
ამის პარალელურად ქართველი ავტორების წიგნები იყიდება, გამომცემლობებს თავისი ბესტსელერები აქვს და არიან ავტორები, ვის ახალ წიგნებსაც დიდი ინტერესით ელიან.
„კომერსანტმა“ თანამედროვე ქართველი ავტორების ბესტსელერების ათეულის შედგენა გადაწყვიტა და ამისათვის რამდენიმე წამყვან გამომცემლობას მიმართა. ყველაზე გაყიდვადი ქართველი ავტორები წიგნების სია 3 გამომცემლობის – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“, „ინტელექტისა“ და არტანუჯის“ გაყიდული წიგნების მონაცემების საფუძველზე შევადგინეთ. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, გამომცემლობა „პალიტრა ელ“-მა ქართველი ავტორების ბესტსელერების ჩამონათვალი არ მოგვაწოდა.
2023 წლის თანამედროვე ქართველი ავტორების ბესტსელერების ათეულის სათავეში ნინო ხარატიშვილის, ოთხი ქალის უპირობო, ბედისწერის წინააღმდეგ მებრძოლ მეგობრობაზე დაწერილი, რომანი – „უკმარი სინათლეა“, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. გამომცემლობის ინფორმაციით, ხარატიშვილის რომანი 19 000 ეგზემპლარი გაიყიდა (ფასი 29.95 ლარია).
სამეულშია ამავე გამომცემლობის, საბავშვო მწერლის, თამარ გეგეშიძის „საშლელები“, რომელიც 12 000 ეგზემპლარია გაყიდული (ფასი 15.95 ლარი) და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, რომელიც 10 521 ეგზემპლარი გაიყიდა (ფასი 7.90 ლარი).
ათეულშია – გიორგი კეკელიძის, თემურ ბაბლუანის, თამთა მელაშვილის, ზაირა არსენიშვილის, გელა ჩარკვიანის, შოთი არველაძის, გია მურღულიას, ნათია ფონიავას და ზურა ჯიშკარიანის წიგნები.
თანამედროვე ქართველი ავტორების ბესტსელერების ათეული სრულად ასე გამოიყურება:
1. ნინო ხარატიშვილის „უკმარი სინათლე“ – 19 000 ეგზემპლარი, გამომცემლობა „ინტელექტი“;
2. თამარ გეგეშიძე „საშლელები“ – 12 000 ეგზემპლარი, გამომცემლობა „ინტელექტი“;
3. დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ – 10 521 ეგზემპლარია, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“;
4. გიორგი კეკელიძის „ხვიჩა, ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“ – 9000 ეგზემპლარი, გამომცემლობა „არტანუჯი“;
5. გელა ჩარკვიანის „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ – 8000 ეგზემპლარი, გამომცემლობა „ინტელექტი“;
6. თემურ ბაბლუანის „მზე მთვარე და პურის ყანა“ – 7837 ეგზემპლარი, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“;
7. თამთა მელაშვილის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ – 4957 ეგზემპლარი, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“;
8. შოთი არველაძის „გუშინ“ – 4000 ეგზემპლარი, გამომცემლობა „არტანუჯი“; გია მურღულიას „ცხრის ნახევარზე“ – 4000 ეგზემპლარი, გამომცემლობა „ინტელექტი“; ნათია ფონიავას „ვისწავლოთ მეგრული/მეგრული ენის თვითმასწავლებელი“ – 4000 ეგზემპლარი, გამომცემლობა „არტანუჯი“;
9. ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“ – 3337 ეგზემპლარი, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
10. ზურა ჯიშკარიანის „სწრაფი ღამისიერი“ – 3095 ეგზემპლარი, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
გთავაზობთ თითოეული გამომცემლობის ბესტსელერების ჩამონათვალსაც:
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 10 ბესტსელერი:
დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, 10 521 ეგზემპლარი;
თემურ ბაბლუანის „მზე მთვარე და პურის ყანა“, 7837 ეგზემპლარი;
თამთა მელაშვილის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“, 4957 ეგზემპლარი;
ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“, 3337 ეგზემპლარი;
ზურა ჯიშკარიანის „სწრაფი ღამისიერი“, 3095 ეგზემპლარი;
არჩილ ქიქოძის „ხვლიკი საფლავის ქვაზე“, 2738 ეგზემპლარი;
ნეფერტარის „ბედუინი“ , 1876 ეგზემპლარი;
ირაკლი მაჩიტაძის „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“, 1575 ეგზემპლარი;
ზაზა ბურჭულაძის „ვარდის სურნელი“, 1549 ეგზემპლარი;
აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, 1317 ეგზემპლარი.
ამასთან, გამომცემლობის ინფორმაციით, მთლიანობაში, დათო ტურაშვილის წიგნები გაყიდულია 18 662 ეგზემპლარი; თემურ ბაბლუანის – 7765; ზაირა არსენიშვილის – 7142; აკა მორჩილაძე – 6007; არჩილ ქიქოძე – 5896; თამთა მელაშვილი – 5854; ზურა ჯიშკარიანი – 4089; ანა კორძაია-სამადაშვილი – 2867; ზაზა ბურჭულაძე -2469; – 1918.
გამომცემლობა „ინტელექტის“ ბესტსელერები:
ნინო ხარატიშვილის „უკმარი სინათლე“ – 19 000 ეგზემპლარი;
თამარ გეგეშიძე „საშლელები“ – 12 000 ეგზემპლარი;
რეზო გაბრიაძე „ჩემი პატარა ქალაქი“ – 10 000 ეგზემპლარი;
გელა ჩარკვიანის „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ – 8000 ეგზემპლარი;
გია მურღულია „ცხრის ნახევარზე“ – 4000 ეგზემპლარი;
ნათია როსტიაშვილი „სხვა სკოლა“ – 2000 ეგზემპლარი;
ლევან ბერძენიშვილის „მედეა“ – 2000 ეგზემპლარი;
ივა ფეზუაშვილი „ბუნკერი“ – 1300 ეგზემპლარი.
გამომცემლობა „არტანუჯის“ ბესტსელერები:
გიორგი კეკელიძის „ხვიჩა, ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“ – 9000 ეგზემპლარი;
ნათია ფონიავას „ვისწავლოთ მეგრული / მეგრული ენის თვითმასწავლებელი“ – 4000 ეგზემპლარი;
შოთი არველაძის „გუშინ“ – 4000 ეგზემპლარი;
ბუბა კუდავას „ცხოვრება საბჭოთა საქართველოში“ (ინგ.) – 2050 ეგზემპლარი;
მედეა საღლიანის „ვისწავლოთ სვანური“ – 2000 ეგზემპლარი;
კუკური მეტრეველის „ჯავახეთი“ (ისტორიულ – კულტურული ნარკვევები) – 2000 ეგზემპლარი;
თეა გვასალიას „ესპანური ენის გრამატიკა“ (ახალი) – 1000 ეგზემპლარი.